ამანათების რეისებზე გადანაწილება საშუალებას გაძლევთ, რომ თუ ერთი და იმავე ონლაინ მაღაზიიდან შეძენილი გაქვთ რამდენიმე ნივთი (ამანათი) , რომელთა ჯამური ღირებულებაც აჭარბებს 300 ლარს,ისინი არ გამოიგზავნოს ერთი რეისით და გადანაწილდეს სხვადასხვა რეისებზე.
რეისებზე გადანაწილების სერვისი უნდა აირჩიოთ ამანათების წინასწარი დეკლარირების ეტაპზე. უკვე დამუშავებულ ამანათებზე აღნიშნულ სერვისს ვეღარ მიუთითებთ. ასევე შესაძლებელია, სერვისი ავტომატური პარამეტრებიდან გააქტიუროთ ყველა მომდევნო ამანათისთვის.